მეღვინეობა
ყვარლის სარდაფი
ჩვენ შესახებ
“ყვარლის სარდაფი” 2008 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს 10 ქვეყანაში
როგორიცაა: პოლონეთი, ფინეთი, აშშ, ჩინეთი, ისრაელი, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსია, უკრაინა და თურქმენეთი.
ყვარლის სარდაფმა შეძლო გაეყიდა 30 მილიონი ბოთლი ღვინო და 7 მილიონი ბოთლი ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით. “ყვარლის სარდაფში” დასაქმებულია 265 ადამიანი.
ვენახი
კომპანია
ტვიშის
პრემიუმ ხაზის ღვინო
წარმოებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ლეჩხუმის რეგიონში, ტვიშის მიკროზონის განსაკუთრებულად შერჩეული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან.
გემო
ღვინოში შენარჩუნებულია ჯიშური არომატი, გამოხატული მწვანე ვაშლისა და ატმის სურნელით. ტიპური სიმჟავე კარგადაა შერწყმული ხავერდოვან, ბუნებრივად ტკბილ გემოსთან.
საკვებთან შეხამება
იდეალურია გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან და ხორცთან, ასევე დესერტებთან და ხილთან მისართმევად.
"მეღვინეობა ბარაკონი"
ბარაკონი არის “ყვარლის სარდაფის” ერთ-ერთი შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ რაჭის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. 2015 წლიდან კომპანია აწარმოებს ღვინოებს, როგორიცაა: „ხვანჭკარა“ “ალექსანდროული“, „წულიკიძის თეთრა“, „უსახელაური“ და „ტვიში“.
“მეღვინეობა ბარაკონი” წელიწადში 40 ტონა ღვინოს აწარმოებს , რომლის რეალიზაციაც ხდება, როგორც შიდა ბაზარზე ისე საზღვარგარეთ.
ღვინის
ტურიზმი
კომპანია ძირითადად ორიენტირებულია ღვინის ტურიზმზე და ყველა ჩამოსულ სტუმარს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ღვინოს დეგუსტაციისთვის, ასევე კომპანიის საკუთრებაშია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასტუმრო და რესტორანი, რომელიც ტურისტებს 2019 წლიდან მასპინძლობს.