ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს ქინძმარაულის მიკრო ზონაში, ყვარლის რაიონის ლამაზ სოფელ, თივთან, რომელიც დაფუძნდა 2008 წელს. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმოს მშენებლობა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება. კომპანიამ 2008 წლიდან დღემდე საკმაოდ რთული გზა განვლო იმისთვის, რომ მსოფლიო ბაზარზე თავი დაემკვიდრებინა როგორც ხარისხზე ორიენტირებულ, სტაბილურ მწარმოებლად.

ჩვენმა კომპანიამ უმოკლეს დროში შეძლო შესულიყო დარგის ლიდერ მწარმოებლებთა ათეულში. დღეს ჩვენს ბრენდს - ყვარლის სარდაფს, იცნობენ მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში და ჩვენი სახელი მომხმარებლისთვის ასოცირდება მაღალი ხარისხის ღვინოსთან და ბრენდისთან, რაც მენეჯმენტის დიდი გამოცდილებისა და ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დაუღალავი შრომის შედეგია.

ამჟამად ყვარლის სარდაფის მისიას წარმოადგენს მაღალი რეპუტაციის შენარჩუნება, რაც ჩვენი კომპანიისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ასევე მიღწეული შედეგების გაუმჯობესება და ქართული ღვინის პოპულარიზაცია მეტ ქვეყანაში.