500 ჯიში
ქართული ვაზის ჯიშების მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო. 70-იან წლებში პარიზსა და ლონდონში გამოცემულ კატალოგებში პირველად გამოჩნდა ქართული ვაზის ჯიშების დახასიათება. დღეისათვის აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან დაახლოებით 430 სახელმწიფო თუ კერძო საკოლექციო ვენახებშია დაცული. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები იდეალურ გარემოს ქმნის საუკეთესო თვისებების მქონე ყურძნის მისაღებად, რაც წინაპირობაა შეუდარებელი ქართული ღვინოების წარმოებისთვის.