ჩვენ შესახებ
„ყვარლის სარდაფი“ — ქართული ღვინის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე.
დღეს ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, ფინეთში, აშშ-ში, ჩინეთში, ისრაელში, ყაზახეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინასა და თურქმენეთში.
„ყვარლის სარდაფმა“ ექსპორტზე 33 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო და 8 მილიონი ბოთლი ბრენდი გაიტანა, რაც ადასტურებს ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხსა და სანდოობას.
კომპანიაში დასაქმებულია 265 თანამშრომელი, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართული ღვინის ისტორიას.
წარმოებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ლეჩხუმის რეგიონში, ტვიშის მიკროზონის განსაკუთრებულად შერჩეული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან.
ღვინოში შენარჩუნებულია ჯიშური არომატი, გამოხატული მწვანე ვაშლისა და ატმის სურნელით. ტიპური სიმჟავე კარგადაა შერწყმული ხავერდოვან, ბუნებრივად ტკბილ გემოსთან.
იდეალურია გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან და ხორცთან, ასევე დესერტებთან და ხილთან მისართმევად.
ბარაკონი არის “ყვარლის სარდაფის” გუნდის მიერ შექმნილი კომპანია, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ რაჭის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. 2015 წლიდან კომპანია აწარმოებს ღვინოებს, როგორიცაა: „ხვანჭკარა“ “ალექსანდროული“, „წულიკიძის თეთრა“, „უსახელაური“ და „ტვიში“.
“მეღვინეობა ბარაკონი” წელიწადში 40 ტონა ღვინოს აწარმოებს , რომლის რეალიზაციაც ხდება, როგორც შიდა ბაზარზე ისე საზღვარგარეთ.
კომპანია ძირითადად ორიენტირებულია ღვინის ტურიზმზე და ყველა ჩამოსულ სტუმარს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ღვინოს დეგუსტაციისთვის, ასევე კომპანიის საკუთრებაშია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასტუმრო და რესტორანი, რომელიც ტურისტებს 2019 წლიდან მასპინძლობს.
© 2026 ყველა უფლება დაცულია