ღვინის ტიპი: ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების, წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო.
წარმოშობა და ვაზის ჯიში: წარმოებულია კახეთის რეგიონის, „ქინძმარაულის“ მიკროზონის, განსაკუთრებულად შერჩეული საფერავის ყურძნისაგან.
გემოს პროფილი: ამ ღვინოში შესამჩნევადაა გამოხატული ჯიშური არომატი, ალუბლის და მაყვლის ტონებით. აქვს დამახასიათებელი მუქი წითელი ფერი. ხავერდოვანი და მდიდარი გემო, კარგად არის შერწყმული ბუნებრივ სიტკბოსთან.
საკვებთან შეხამება: იდეალურად ეხამება ყველს, დესერტებს და ხილს.