ღვინის ტიპი: მშრალი, თეთრი ღვინო.
წარმოშობა და ვაზის ჯიში: მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში, აღმოსავლეთ საქართველოში. რქაწითელი კახეთში ყველაზე გავრცელებული და უნიკალური ვაზის ჯიშია. რქაწითელის ყურძენი ქვევრში დუღდება და ძველდება 6-8 თვის განმავლობაში ტრადიციული კახური მეთოდით.
გემოს პროფილი: ღვინო არის ქარვისფერი. ახალი ყვავილების არომატი ანიჭებს მას სიხალისეს. ასევე იგრძნობთ, ვაშლის და გარგარის ტონებს.
საკვებთან შეხამება: კარგად ეხამება ორთქლზე მოხარშული კალმახსა და ქართული ძროხის ხორცის კერძებს.