ჩვენ შესახებ

„ყვარლის სარდაფი“ დაარსდა 2008 წელს, კახეთის გამორჩეულ მეღვინეობის რეგიონში — ყვარელში. რეგიონი ცნობილია უნიკალური მიკროკლიმატითა და მდიდარი ტრადიციებით, სადაც ქართული მეღვინეობა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა.

კომპანია ფლობს 50 ჰექტარ ვენახს ყვარლის მიკროზონაში, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანას და ღვინის წარმოების სრულ ციკლს — ვაზიდან ბოთლამდე.

დღეს „ყვარლის სარდაფი“ ერთ-ერთი ლიდერია ქართული მეღვინეობის ინდუსტრიაში, რომელსაც ძლიერი პოზიციები უკავია გლობალურ ბაზარზე და ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას მსოფლიო მასშტაბით.

მიზანი

შევინარჩუნოთ ქვეყნის მეღვინეობის მდიდარი ტრადიციები და ვიყოთ გლობალური ლიდერი მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოებასა და დისტრიბუციაში. 

მისია

ვაწარმოოთ გამორჩეული ღვინო მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ყურძნისგან, ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ფასეულობები

ხარისხი

ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის ღვინოს.  ზედმიწევნით ვაკვირდებით ღვინის წარმოების  პროცესს, რაც ხაზს უსვამს ხარისხისადმი ჩვენს ურყევ ერთგულებას

ტრადიცია

ჩვენ ვამაყობთ მეღვინეობის მდიდარი მემკვიდერეობის შენარჩუნებით, რომელიც ამ ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებაა.

ინოვაცია

სრულყოფილებისკენ სწრაფვისას, ინოვაცია წამოადგენს “ყვარლის სარდაფში” სახელმძღვანელო ძალას. ინოვაციებისადმი ჩვენი ერთგულება არის საზღვრების გადალახვის ვალდებულება.

ტექნოლოგია

ვიყენებეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა გავაუმჯობესოთ ღვინის წარმოების პროცესი და პროდუქციის ხარისხი. ამავდროულად ვითვალისწინებთ ქართული  მეღვინეობის ტრადიციებს და პრინციპებს.

ვალდებულება მომხმარებლის მიმართ

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას  მომხარებელის წინაშე, უზრუნველვყოთ ხარისხის უმაღლესი სტანდარტები, ღვინის წარმოების ყველა ასპექტში.

გუნდი

Vazha Gvaladze

ვაჟა ღვალაძე

დირექტორი

George Vasadze

გიორგი ვასაძე

მეღვინე

Kakha Zubitashvili

კახა ზუბიტაშვილი

წარმოების მენეჯერი

Madina Dzigoeva

მადინა ძიგოევა

უფროსი ლაბორანტი