ღვინის ტიპი: წითელი მშრალი ღვინო.
წარმოშობა და ვაზის ჯიში: წარმოებულია კახეთის რეგიონში საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც ყველაზე გავრცელებული და უნიკალური ვაზის ჯიშია კახეთში. მსოფლიოში არსებულ წითელყურძნიან ჯიშებს შორის საფერავს, სამეურნეო დადებით ნიშან-თვისებათა მიხედვით, კონკურენტი არ ჰყავს.
გემოს პროფილი: აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა და დასამახსოვრებელი, გამორჩეული გემო, გამოკვეთილი კენკრის და მწიფე შინდის არომატით.
საკვებთან შეხამება: იდეალურია ყველთან და გრილზე მომზადებულ ხორცთან მისართმევად.