ხვანჭკარა

ღვინის ტიპი: წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო.

წარმოშობა და ვაზის ჯიში: წარმოებულია  დასავლეთ საქართველოში, რაჭის რეგიონის, „ხვანჭკარას“ მიკროზონის განსაკუთრებულად შერჩეული „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნისაგან. 

გემოს პროფილი:  ამ ღვინოში შესანიშნავადაა გამოკვეთილი ჯიშური არომატი, გამოხატული ჟოლოს და შავი მოცხარის ტონებით. აქვს დამახასიათებელი მუქი ლალისფერი შეფერილობა. ხავერდოვანი და ნაზი გემო კარგადაა შერწყმული ბუნებრივ სიტკბოსთან.

საკვებთან შეხამება:  მიირთვით აპერეტივად, ხილთან და დესერტებთან ერთად.