რქაწითელი ქვევრი

ღვინის ტიპი: მშრალი, თეთრი ღვინო.

წარმოშობა და ვაზის ჯიში: მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში, აღმოსავლეთ საქართველოში. რქაწითელი კახეთში ყველაზე გავრცელებული და უნიკალური ვაზის ჯიშია. რქაწითელის ყურძენი ქვევრში დუღდება და ძველდება 6-8 თვის განმავლობაში ტრადიციული კახური მეთოდით. 

გემოს პროფილი: ღვინო არის  ქარვისფერი. ახალი ყვავილების არომატი ანიჭებს მას სიხალისეს. ასევე იგრძნობთ,  ვაშლის  და გარგარის ტონებს. 

საკვებთან შეხამება: კარგად ეხამება ორთქლზე მოხარშული კალმახსა და ქართული ძროხის ხორცის კერძებს.