ღვინის ტიპი: წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო.
წარმოშობა და ვაზის ჯიში: წარმოებულია დასავლეთ საქართველოში, რაჭის რეგიონის, „ხვანჭკარას“ მიკროზონის განსაკუთრებულად შერჩეული „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნისაგან.
გემოს პროფილი: ამ ღვინოში შესანიშნავადაა გამოკვეთილი ჯიშური არომატი, გამოხატული ჟოლოს და შავი მოცხარის ტონებით. აქვს დამახასიათებელი მუქი ლალისფერი შეფერილობა. ხავერდოვანი და ნაზი გემო კარგადაა შერწყმული ბუნებრივ სიტკბოსთან.
საკვებთან შეხამება: მიირთვით აპერეტივად, ხილთან და დესერტებთან ერთად.