ღვინის ტიპი: თეთრი მშრალი ღვინო.
წარმოშობა და ვაზის ჯიში: მიიღება რქაწითელისა და კახური მწვანეს ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში,წინანდლის მიკრო ზონაში. ეს არის ევროპული ტიპის ღვინო.
გემოს პროფილი: ღვინო არის ღია ჩალისფერი შეფერილობის ციტრუსისა და კომშის გამოხატული არომატით. ახასიათებს რბილი, დაბალანსებული მჟავიანობა და სასიამოვნო გემო.
საკვებთან შეხამება: მიირთვით ყველთან, სალათებთან და თევზეულთან.