ალაზნის ველი

ღვინის ტიპი: თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო.

წარმოშობა და ვაზის ჯიში: ღვინო მზადდება რქაწითელის ყურძნისგან, რომელიც ყველაზე ფართოდაა გაშენებული კახეთის რეგიონში. ეს ჯიში ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით და გამორჩეული ხასიათით.

გემოს პროფილი: ღვინო გამოირჩევა ღია ჩალისფერი შეფერილობითა და ელეგანტური არომატით, სადაც დომინირებს მწიფე ატმის, მსხლისა და ნაზი ყვავილოვანი ტონები. გემო არის დაბალანსებული და გამაგრილებელი მჟავიანობით, რაც ქმნის მკვეთრ და ჰარმონიულ დასასრულს

საკვებთან შეხამება:  იდეალურად ეხამება ზღვის პროდუქტებს, ხილს და დესერტებს.