მუკუზანი

ღვინის ტიპი: ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების, წითელი მშრალი ღვინო. 

წარმოშობა და ვაზის ჯიში: წარმოებულია კახეთის რეგიონის მუკუზანის მიკროზონის განსაკუთრებულად შერჩეული საფერავის ყურძნისაგან. 

გემოს პროფილი: ღვინო 9-12 თვის განმავლობაში ძველდება მუხის კასრში,ამიტომ აქვს შესანიშნავი ხავერდოვანი გემო, დამრგვალებული ტანინებით, ბრწყინვალედ შერწყმული მუხის ტონებთან, რომელიც ხანგრძლივად მიჰყვება მას.   

ამ ღვინოში შესანიშნავადაა შენარჩუნებული ჯიშური არომატი, ნუშის და მწიფე ალუბლის ტონებით. 

საკვებთან შეხამება: იდეალურად ეხამება ხორცსა და ყველს.